იმერული დერბი ტორპედომ მოიგო

News

იმერული დერბი ტორპედომ მოიგო

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი. სამტრედიაში იმერული დერბი შედგა: მასპინძლებმა 2:3 წააგეს ქუთაისის ტორპედოსთან.

სამტრედია 2:3 ტორპედო 

სამტრედიამ უკეთ დაიწყო მატჩი და მე-12 წუთზე მათე აბულაძემ თავურით დააწინაურა მასპინძლები.  

პირველივე ტაიმში სამტრედიას ჰანდიკაპის შექმნა შეეძლო, მაგრამ რევაზ ინჯგიამ პენალტი ვერ გამოიყენა: ინჯგიას დარტყმული ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია.

ამის მერე, შესვენებამდე ტორპედომ ორი გოლი გაიტანა. ჯერ მაურო კაბალიერომ ვარდნაში დარტყმით დაასრულა ლამაზი კომბინაცია, ხოლო ზედ შესვენების წინ გიორგი არაბიძემ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და 1:2.

მეორე ტაიმში ანგარიში შეიცვალა, მაგრამ სხვაობა არა. 73-ე წუთზე ტორპედოელთა შეტევის მერე სამტრედიელ ილია ახვლედიანს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 1:3.

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დათო კირკიტაძემ თავურით შეამცირა სხვაობა - 2:3. დრო კიდევ იყო დარჩენილი და ისევ კირკიტაძის აქტიურობას კინაღამ მესამე გოლი მოჰყვა. პედრო მონტეირომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

ტორპედომ ზედიზედ მესამედ მოიგო და ცხრილის შუაშია, სამტრედიას კი მიჯრით ოთხი წაგება დაუგროვდა და ბოლოსწინა ადგილზეა.