გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩი. სამტრედიაში იმერული დერბი შედგა: მასპინძლებმა 2:3 წააგეს ქუთაისის ტორპედოსთან.
სამტრედიამ უკეთ დაიწყო მატჩი და მე-12 წუთზე მათე აბულაძემ თავურით დააწინაურა მასპინძლები.
პირველივე ტაიმში სამტრედიას ჰანდიკაპის შექმნა შეეძლო, მაგრამ რევაზ ინჯგიამ პენალტი ვერ გამოიყენა: ინჯგიას დარტყმული ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია.
ამის მერე, შესვენებამდე ტორპედომ ორი გოლი გაიტანა. ჯერ მაურო კაბალიერომ ვარდნაში დარტყმით დაასრულა ლამაზი კომბინაცია, ხოლო ზედ შესვენების წინ გიორგი არაბიძემ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და 1:2.
მეორე ტაიმში ანგარიში შეიცვალა, მაგრამ სხვაობა არა. 73-ე წუთზე ტორპედოელთა შეტევის მერე სამტრედიელ ილია ახვლედიანს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 1:3.
მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დათო კირკიტაძემ თავურით შეამცირა სხვაობა - 2:3. დრო კიდევ იყო დარჩენილი და ისევ კირკიტაძის აქტიურობას კინაღამ მესამე გოლი მოჰყვა. პედრო მონტეირომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
ტორპედომ ზედიზედ მესამედ მოიგო და ცხრილის შუაშია, სამტრედიას კი მიჯრით ოთხი წაგება დაუგროვდა და ბოლოსწინა ადგილზეა.
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია