რუსთავი და სიონი სეზონს პლეი აუტში გააგრძელებენ!

News

რუსთავი და სიონი სეზონს პლეი აუტში გააგრძელებენ!

რუსთავი 2:2 დილა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. რუსთავი, რომელიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, გორის დილას დაუპირისპირდა და რთულ ბრძოლაში ქულის მოპოვება შეძლო. მატჩის პირველ 10 წუთში სტუმრები სპანდერაშვილის და წიქარიძის გოლების წყალობით უკვე 2-0 იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში თამაშის სცენარი რადიკალურად შეიცვალა და რუსთაველებმა ორი გოლის გატანაც შეძლეს. გატანილი გოლებით თავი ბაირამოვმა და სიჭინავამ გამოიჩინეს. დაფიქსირებულმა ფრემ მასპინძლებს სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია გაუნაღდა და პლეი აუტში ვარლამ კილასონიას გუნდი მეორე ლიგაში მესამე პოზიციაზე გასულ თელავს დაუპირისპირდება.

საბურთალო 5:1 სიონი

რუსთავში გამართული შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა მატჩი, რომელშიც საბურთალო ბოლნისის სიონს მასპინძლობდა. სწორედ ამ თამაშის შედეგი გაარკვევდა რომელ პოზიციაზე დაასრულებდა  რეგულარულ სეზონს ბოლნისური გუნდი.  შეხედრის პირველივე წუთზე უმოტივაციო მასპინძლებმა ანგარიში ლაშა კოხრეიძის მიერ გატანილი გოლით გასხნეს, რომელსაც მეოცე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა უპასუხა და დაპირისპირებაში ინტრიგა დააბრუნა. პირველ ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა, თუმცა დაპირისპირების მეორე ნახევარი საბურთალოს დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ჯამში ხუთ გატანილ გოლშიც აისახა. ბოლნისის სიონის კარში გოლები კოხრეიძემ, გაბედავამ, მალიმ და ალთუნაშვილმა გაიტანეს. 

ფოტო: მიშიკო კანკია

ამრიგად ბოლნისელებმა სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულეს და პლეი აუტში სამტრედიას დაუპირისპირდებიან.