რუსთავი 2:2 დილა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. რუსთავი, რომელიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, გორის დილას დაუპირისპირდა და რთულ ბრძოლაში ქულის მოპოვება შეძლო. მატჩის პირველ 10 წუთში სტუმრები სპანდერაშვილის და წიქარიძის გოლების წყალობით უკვე 2-0 იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში თამაშის სცენარი რადიკალურად შეიცვალა და რუსთაველებმა ორი გოლის გატანაც შეძლეს. გატანილი გოლებით თავი ბაირამოვმა და სიჭინავამ გამოიჩინეს. დაფიქსირებულმა ფრემ მასპინძლებს სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია გაუნაღდა და პლეი აუტში ვარლამ კილასონიას გუნდი მეორე ლიგაში მესამე პოზიციაზე გასულ თელავს დაუპირისპირდება.
საბურთალო 5:1 სიონი
რუსთავში გამართული შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობდა მატჩი, რომელშიც საბურთალო ბოლნისის სიონს მასპინძლობდა. სწორედ ამ თამაშის შედეგი გაარკვევდა რომელ პოზიციაზე დაასრულებდა რეგულარულ სეზონს ბოლნისური გუნდი. შეხედრის პირველივე წუთზე უმოტივაციო მასპინძლებმა ანგარიში ლაშა კოხრეიძის მიერ გატანილი გოლით გასხნეს, რომელსაც მეოცე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა უპასუხა და დაპირისპირებაში ინტრიგა დააბრუნა. პირველ ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა, თუმცა დაპირისპირების მეორე ნახევარი საბურთალოს დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ჯამში ხუთ გატანილ გოლშიც აისახა. ბოლნისის სიონის კარში გოლები კოხრეიძემ, გაბედავამ, მალიმ და ალთუნაშვილმა გაიტანეს.
ფოტო: მიშიკო კანკია
ამრიგად ბოლნისელებმა სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულეს და პლეი აუტში სამტრედიას დაუპირისპირდებიან.
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                