კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ YouTube არხზე არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, 31-ე ტურის შეხვედრების რეპორტაჟების ხილვა ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ამისათვის საჭიროა ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნათ სასურველი თამაშის გვერდი და რეპორტაჟის ფანჯარას დააკლიკოთ.
პარალელურად, რეპორტაჟების ჩვენებას ტელეკომპანია O2 ტრადიციულ რეჟიმში განაგრძობს.