გორის დილამ თბილისის სპაერს მოუგო. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოხდა.
გორელებს ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ წაგებული, თუმცა ამჯერად გაიმარჯვეს: სპაერთან 3:1.
ლაშა მენთეშაშვილმა ძლიერი დარტყმით დილა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოს თემურ ცალუღელაშვილმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან გაუტანა მასპინძლებს და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ეს ცალუღელაშვილის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
65-ე წუთზე ისევ მენთეშაშვილმა დააწინაურა დილა. საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი...
ბოლო გოლი კი ნიგერიელი აბდულმალიკ ოლატუნჯმა მიითვალა თავურით - 3:1.
დილა მეშვიდე ადგილზეა, ხოლო სპაერი - მერვეზე. მათ შორის ორი ქულაა სხვაობა.