ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

News

ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

იბერია 1999 1:0 დილა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ჩემპიონმა თბილისის იბერია 1999-მა გორის დილას 1:0 მოუგო.

მოქმედი ჩემპიონისა და მეორეადგილოსნის დაპირისპირება ვნახეთ. და როგორც წინა სეზონის ოთხივე შეხვედრაში, ამჯერადაც იბერია 1999-მა მოიგო.

ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე იბერიელთა კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა პენალტით. ეს პენალტი კი ნიკოლოზ დადიანმა გამოიმუშავა. მომენტები საკმაოდ იყო, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა. 

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ჯერჯერობით, სამი მატჩი გაიმართა და სამივეში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა.