დინამო თბილისი: სამი გოლი, სამი ქულა

News

დინამო თბილისი: სამი გოლი, სამი ქულა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა და დინამო თბილისმა ფოთში მოუგო კოლხეთი 1913-ს.

კოლხეთი 1913 1:3 დინამო თბ 

დინამო თბილისმა სამი ქულა აიღო. ეს ფოთში, აუტსაიდერ კოლხეთი 1913-თან.

ლუკა ლაცაბიძემ ჩააწოდა და თორნიკე მორჩილაძემ თავურით გაიტანა.

ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა: ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ ფლანგზე კარგად ითამაშა, დაბალი ბურთი ჩააწოდა და უკრაინელმა ევგენ ლეშჩინსკიმ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა - 1:1. ეს ლეშჩინსკის პირველი გოლია საქართველოში.

მეორე ტაიმში ისევ მორჩილაძემ დააწინაურა დინამოელები. თორნიკე ერთ მცველს გასცდა და ძლიერი დარტყმით გაიტანა.

ბოლოს კი დინამოელთა თავდამსხმელმა ირაკლი სირაძემ შემოტრიალებით დაარტყა და 1:3 გახადა ანგარიში.