თბილისური დერბი დინამომ მოიგო

News

თბილისური დერბი დინამომ მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური და შესაბამისად, მესამე წრე დასრულდა. დღეს ერთი მატჩი გაიმართა: თბილისურ დერბიში დინამომ 1:0 მოუგო საბურთალოს. 

დინამო თბ 1:0 საბურთალო 

მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო და კვლავ 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს. საბურთალო კი, ზედიზედ სამი წაგების მიუხედავად, ისევ მესამე ადგილზეა. 

ისე, წლეულს პირველ და მეორე წრეშიც ამ გუნდების დაპირისპირებაში საბურთალოელებმა იმარჯვეს. ამჯერად კი დინამო უკეთესი იყო. 

ერთადერთი გოლი ხორვატმა ნახევარმცველმა დენის ბუშნიამ გაიტანა ძლიერი დარტყმით. ბუშნიამ მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ეს გოლი მისთვის სადებიუტო იყო. საგოლე პასი კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მისცა.