2022 წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია 26 დეკემბერს გაიმართება

News

2022 წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია 26 დეკემბერს გაიმართება

26 დეკემბერს, სასტუმრო გრანდ შერატონ მეტეხი პალასში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2022 გაიმართება. GFF Awards 2022-ზე, კრისტალბერთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდებიან.

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები.

? მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 25 დეკემბრის 18:00 საათამდე, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლისსახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლებს, გთხოვთ, მობრძანდეთ 19:30 საათიდან.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | ნომინაციები

• ფენტეზის გამარჯვებულები

• სეზონის საუკეთესო გოლი

• სეზონის სიმბოლური გუნდი

• სეზონის საუკეთესო მეკარე

• სეზონის საუკეთესო მცველი

• სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი

• სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი

• სეზონის საუკეთესო ბომბარდირი

• სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

• სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი