ქართლური დაპირისპირება სიონმა მოიგო

News

ქართლური დაპირისპირება სიონმა მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა: ქართლის გუნდების დაპირისპირება...

დილა 1:2 სიონი 

გორის დილამ შინ 1:2 წააგო ბოლნისის სიონთან. პირველი ტაიმი გორელებმა მოიგეს უკრაინელი იური ბატიუშინის გოლით. ეს მისი პირველი გოლია ქართულ ლიგაში.

მეორე ნახევარში კი სიონმა თამაში მოატრიალა და ორი გოლი გაიტანა. ჯერ ივან ფოცხვერიამ გაათანაბრა პენალტით, ხოლო მერე ფრანგმა ახალწვეულმა გი გნაბუიუმ თავურით წინ გაიყვანა სიონი - 1:2. ეს გნაბუიუს პირველი გოლია სიონში, სადაც საგარეჯოს გარეჯიდან გადავიდა.

დილამ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, თუმცა მეოთხე ადგილზე რჩება. ბოლნისური გუნდი კი მერვე ადგილზე გადავიდა.