6 ქალაქის 8 სტადიონი - მოედნები და განახლებული სეზონი

News

6 ქალაქის 8 სტადიონი - მოედნები და განახლებული სეზონი

Covid-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 ივნისს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისური დერბით განახლდება, სადაც საბურთალო ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს - თბილისის დინამოს დაუპირისპირდება.

ეროვნული ჩემპიონატის განახლებულ სეზონს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ქალაქის, 8 სტადიონი უმასპინძლებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მოედანი, სეზონის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაშია, როგორც სპორტული, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, სადაც სრულად დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები.

სეზონის განახლებამდე, ქვევით მოცემულია ყველა სტადიონის ფოტო მასალა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის სტადიონებს ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რომლებიც სფფ-ის პარტნიორმა კომპანია ელექსირმა უზრუნველყო.

1
ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზა | ბათუმი
დინამო ბათუმი
1
მესხი 2 | თბილისი
თბილისის ლოკომოტივი, თბილისის მერანი
1
დინამო არენა | თბილისი
დინამო თბილისი
1
მიხეილ მესხი | თბილისი
საბურთალო, საჩხერის ჩიხურა
1
რამაზ შენგელია | ქუთაისი
ტორპედო ქუთაისი
1
ეროსი მანჯგალაძე | სამტრედია
სამტრედია
1
კავკასიონი არენა | თელავი
თელავი
1
თენგიზ ბურჯანაძე | გორი
დილა გორი