გავიხსენოთ საოცარი დუბლი: გრიგოლ დოლიძე V ჩიხურა - 2017 წლის სეზონი

Video

გავიხსენოთ საოცარი დუბლი: გრიგოლ დოლიძე V ჩიხურა - 2017 წლის სეზონი

2017 წლის 2 ივნისს, კახა ჩხეტიანის ქუთაისის ტორპედომ მე-16 ტურის მატჩი ივანწიმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ითამაშა და იმერული დერბი გასვლაზე დამაჯერებლად - 3:0 მოიგო.

ქუთაისელები შეხვედრას ერთბურთიანი სხვაობით იგებდნენ, როდესაც მეორე ტაიმის სტარტზე გრიგოლ დოლიძემ ჩიხურას საოცარი გოლი გაუტანა, რომელიც შემდეგ სეზონის საუკეთესოდ აღიარეს!

მარჯვენა ფლანგიდან გატანილ გოლს, დოლიძემ დაახლოებით 15 წუთში მეორე ულამაზესი გოლი დაუმატა და საოცარი დუბლის გაფორმება შეძლო. სეზონის ბოლოს, 34-ე ტურში გრიგოლ დოლიძემ  კვლავ შეძლო დინო ჰამზიჩის კარის აღება, თუმცა ამჯერად უკვე შედარებით ორდინალური გოლით.