ბათუმის დინამომ სიონს მოუგო, გალიდერდა და თბილისის დინამოს შედეგს დაელოდება!

News

ბათუმის დინამომ სიონს მოუგო, გალიდერდა და თბილისის დინამოს შედეგს დაელოდება!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა -  ანგისაზე  ბათუმის დინამომ აუტსაიდერი სიონი მიიღო და მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით - 2:0  დასრულდა.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და შექმნილი სახიფათო მომენტებიდან ორი გოლად აქციეს. ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ ჯაბა ჯიღაურის პასით გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში კი ჯიღაურმა უკვე თავად გაიტანა და ბათუმელთა უპირატესობა სოლიდური გახდა.

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდს 67 ქულა დაუგროვდა, ერთი ქულით გადაუსწრო თბილისის დინამოს და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. შეინარჩუნებენ თუ არა ლიდერობას ზღვისპირელები ეს  რუსთავში გასამართი შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელშიც ერთმანეთს რუსთავი და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან. 

რაც შეეხება ბოლნისის სიონს, თემურ შალამბერიძის გუნდს 38 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.