დინამომ წაგებათა სერია ქართულ დერბიში შეწყვიტა!

News

დინამომ წაგებათა სერია ქართულ დერბიში შეწყვიტა!

თბილისის დინამო 2:1 ქუთაისის ტორპედო

 კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის დინამოს  გამარჯვებით დასრულდა. ქართული დერბი, რომელსაც დინამო არენამ უმასპინძლა დედაქალაქელებმა 2-1 მოიგეს. შეხვედრა ქუთაისის ტორპედოს აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა აღნიშნულ მომენტში დინამოელთა გოლკიპერმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გატანილ გოლს გადაარჩინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასპინძლებმა ნელნელა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, რაც 31-ე წუთზე გატაილ გოლში გაიტანა.  როინ კვასხვაძის კარი დმიტრო ივანისენიამ აიღო.

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 62-ე წუთზე თამაშში ინტრიგა დაბრუნდა. ქუთაისის ტორპედომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. პერალესის კარში გოლი გრიგოლ დოლიძემ შეაგდო. მასპინძლებმა გაშვებული გოლის შემდეგ სტუმართა კართან შეტევებს უმატეს. 78-ე წუთზე ლევან შენგელიამ გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. ამჯერად თბილისის დინამომ  სამმატჩიანი წაგებაშა სერია  ქართულ დერბიში მოგებით დაასრულა.

15 ტურის შემდეგ თბილისის დინამოს 23 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო კი  26 ქულით მესამე ადგილზეა.

ბოლნისის სიონი 3:3 რუსთავი

დრამატული გამოდგა მატჩი, რომელიც ბოლნისში სიონსა და რუსთავს შორის გაიმართა. აღნიშულ მატჩში გულშემატკივრებმა 6 გატანილი გოლი  4 წითელი ბარათი იხილეს.  სტუმრებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე ზაზა ციცქიშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნეს, რასაც მე-12 წუთზე კიდევ ერთი ბურთი მოჰყვა. ორამდე უპირატესობა რუსთავმა თამაზ მაქაცარიას ავტოგოლის წყალობით გაზარდა. შეხვედრის მეორე ნახევარი ისევ  ვარლამ კილასონიას გუნდის სასარგებლოდ დაიწყო. 61-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ სიონს მესამე გოლი გაუტანა. სამი ქულის ბედი თითქოს გადასწყვეტილი იყო, თუმცა თამაშის სცენარი სხვაგვარად  განვითარდა. სილაგაძის მიერ გატანილი გოლის შემდეგ ფეხბურთელებს შორის ვითარება დაიძაბა და მატჩის მთავარ არბიტრს მოედნიდან ოთხი ფეხბურთელის გაძევება მოუწია. გუნდები მოედანზე 9-9 კაციანი შემადგენლობით დარჩნენ. თამაშის მიწურულს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მასპინძლებმა რუსთავის კარში 7 წუთის განმავლობაში 3 გოლი გაიტანეს და ქულის მოპოვება შეძლეს. 84-ე წუთზე სტუმართა კარი დათო კირკიტაძემ აიღო, 87 წუთზე ზურაბ ჯაფიაშვილმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო ქულის მომტანი ბურთი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლევან ხმალაძემ შეაგდო.

ამ დროისთვის ბოლნისის სიონი 21 ქულით მე-6 ადგილზეა. 11 ქულა აქვს რუსთავს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.

გორის დილა 1:1 საბურთალო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური გორში, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა. გორის დილამ გათამაშების ლიდერ საბურთალოს უმასპინძლა. შეხვედრის პირველ ნახევარში მოედანზე საინტერესო პრაქტიკულად არაფერი მომხდარა. ტაიმის მიწურულს ერთადერთი რეალური მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც კარში ვლადიმერ დვალიშვილი ურტყამდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო. გაცილებით აქტიური გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. 67-ე წუთზე საბურთალო გიორგი დიასამიძემ დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ მოტივაცია არ დაკარგეს გორელმა ფეხბურთელებმა და 76-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. გოლი გიორგი კუციამ გაიტანა. დარცენილ დროში იყო რამდენიმე საგოლე მომენტი როგორც ერთი ისე მეორე გუნდის კარში, თუმცა საბოლოოდ მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

15 ტურის შემდეგ გორის დილას 18 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. საბურთალო 31 ქულით პირველ ადგილზეა.