32 ტური: დინამომ სახლში წააგო, ტორპედომ სამტრედია სენსაციური ანგარიშით დაამარცხა!

News

32 ტური: დინამომ სახლში წააგო, ტორპედომ სამტრედია სენსაციური ანგარიშით დაამარცხა!

  • დინამო სახლში დამარცხდა
  • ტორპედომ სამტრედიას 8 გოლი გაუტანა!

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მესამე სათამაშო დღე უხვგოლინი გამოვიდა. ორი მატჩის ჯამში გულშემატკივარმ 12 გატანილი გოლი იხილა. დღის პირველი მატჩი ,,სამტრედიასა“ და ,,ტორპედოს“ შორის გაიმართა, რომელიც სტუმრებმა გამანადგურებელი ანგარიშით 8-0 მოიგეს.  შეხვედრაში  ჰეთრიკი შეასრულა,  თითო გოლი ქიმაძემ, დოლიძემ, კუხიანიძემ, მარინმა და წიქარიძემ გაიტანეს.

32 ტურის შემდეგ ქუთაისელები 59 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო სამტრედიას კი 21 ქულით მე-9 პოზიცია უკავიათ.

11

მოულოდნელი იყო ანგარიში და შედეგი, რომელიც დინამო არენაზე დაფიქსირდა. თბილისის ,,დინამომ“ საკუთრ მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი  სამი ქულა საჩხერის ,,ჩიხურასთან“ დაკარგა. ჩემპიონობისთვის მებრძოლმა  დედაქალაქელებმა აღნიშნული მატჩი 1-4  დათმეს.  სოსო ფრუიძის გუნდმა ანგარიში მე-11 წუთზე  მიშიკო სარდალიშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნა, რასაც 46-ე და 50-ე წუთზე გიორგი გაბედავას გოლები მოყვა. ერთი ბურთის გაქვითვა მასპინძლებმა მხოლოდ 70-ე წუთზე ლევან შენგელიას გოლით შეძლეს. საბოლოო ანგარიში ისევ გაბედავამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.

ამ წაგებით თბილისის ,,დინამომ“ ხელიდან გაუშვა შანსი ქულათა სხვაობა შეემცირებინა ,,საბურთალოსთან’,  რომელმაც თავის მხრივ ორი ქულა დაკარგა. ამ დროისთვის ,,დინამოს“ 63 ქულა რჩება და მეორე ადგილს იკავებს. საჩხერის ,,ჩიხურას“ 57 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.

1

 

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს განსაკუთრებულ ინტერესს ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტის ,,საბურთლოს“  დაპირისპირება იწვევდა, რომელიც თბილისის ,,ლოკომოტივის“ წინააღმდეგ თამაშობდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო, რასაც პირველი ტაიმის მიწურულა დაჩი ცნობილაძის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა. 

თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, მაგრამ საბურთალოელებმა შეხვედრის ბოლოს მაინც დაუშვეს შეცდომა, თამაშის წესის დარღვევის საფუძველზე მასპინძელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც თეიმურაზ შონიამ ზუსტად შეასრულა. საბოლოო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა.

32 ტურის შემდეგ ,,საბურთალოს“ 71 ქულა აქვს,  სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს და კონკურენტ დინამოს 8 ქულით უსწრებს.  ,,ლოკომოტივს“ კი 35 ქულით მე-6 პოზიცია უკავია.

1

გიორგი ჭიაბრიშვილი: ,,საბურთალოს“ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. ვფიქრობ ფრე ალოგიკური შედეგია. ზოგჯერ ასეც ხდება, ამიტომაცაა ფეხბურთი საინტერესო.

ლაშა ჭაღიაშვილი: პირველ ტაიმში საბურთალო ფლობდა უპირატესობას და ჩვენ დაცვის სიღრმეში გვიწევდა თამაში, მეორე ნახევარში  ბურთის ფლობა გავაუმჯობესეთ და შეტევები გავამწვავეთ, რამაც შედეგი გამოიღო. თერთმეტმეტრიანიც სწორედ ზემოხსენებული ფაქტორებიდან  გამომდინარე გამოვიმუშავეთ.

დღის მეორე შეხვედრა გორში ადგილობრივ ,,დილასა“ და ფოთის ,,კოლხეთს“ შორის გაიმართა.  მასპინძლებმა გათამაშების აუტსაიდერები მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

123

გორელებს ანგარიშში დაწინაურების რეალური შანსი 69-ე წუთზე გაუჩნდათ, მაგრამ  მიკოლა კოვტალიუკს თერთმეტმეტრიანის ზუსტად გამოყენების საშუალება სტუმართა გოლკიპერმა არ მისცა, შეცდომა უკრაინელმა ლეგიონერმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით გამოასწორა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ამ დროისთვის გორის ,,დილას“53 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ,,კოლხეთი“ კი 14 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.