31 ტური: ეროვნული ლიგის ლიდერის და აუტსაიდერის მნიშვნელოვანი გამარჯვებები

News

31 ტური: ეროვნული ლიგის ლიდერის და აუტსაიდერის მნიშვნელოვანი გამარჯვებები

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ბონისის ,,სიონისა“ და გორის ,,დილას“ დაპირისპირებით დაიწყო. მასპინძლებმა ევრო ზონისთვის მებრძოლი გორელები დამაჯერებლად, ანგარიშით 3-1 დაამარცხეს და  გასავარდნი ზონის დატოვების შანსი გაუჩნდათ. ბოლნისური კლუბი უახლოეს კონკურენტ ,,რუსთავს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს და აღნიშნული მატჩი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეთ. ,,დილასთან“ დაპირისპირებაში ანგარიში ვილი ისიანმა გახსნა, 31-ე წუთზე კი მასპინძელთა უპირატესობა ორამდე მახარობლიძემ გაზარდა. მეორე ტაიმში სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს კოვტალიუკის გოლით, თუმცა მახარობლიძემ მატჩის მიწურულს გატანილი მეორე გოლით საბოლოო შედეგი დააფიქსირა ამ დროისთვის ბოლნისის ,,სიონი“ 28 ქულით მე8 პოზიციაზე იმყოფება, გორის ,,დილა“ კი 50 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა გათამაშების ლიდერმა. ,,საბურთალომ“ ,,რუსთავთან“ დაპირისპირება ანგარიშით 2-1 მოიგო და  ეროვნულ ლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა.  შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში დავით ვოლკოვმა გახსნა, ხოლო ორამდე უპირატესობა კი ოთხ წუთში გონსალვესმა გაზარდა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. ამ წაგებით რუსთაველები ქულათა სხვაობით მქსიმალურად მიუახლოვნენ გასავარდნ ზონას.

,,საბურთალოს“ 31 ტურის შემდეგ 70 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარ ,,დინამოს“ უკვე  7 ქულით უსწრებს. ,,რუსთავი“ კი 30 ქულით მე-7 პოზიციაზე რჩება.