28 ტური: საბურთალომ სიონი დაამარცხა, სამტრედიელებმა ივან ფატიჩის გოლით მოიგეს...

News

28 ტური: საბურთალომ სიონი დაამარცხა, სამტრედიელებმა ივან ფატიჩის გოლით მოიგეს...

  • კახა ჩხეტიანი - მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელი
  • 'ვფიქრობ ცხრილში უკეთეს პოზიციას ვიმსახურებთ' ამბობს სამტრედიას ივან ფატიჩი

კახა ჩხეტიანის ქუთაისის ტორპედომ, 28-ე ტურის მატჩში გორის დილასთან გასვლაზე ფრედ ითამაშა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - დავით მუჯირმა ჩხეტიანს კუთვნილი ჯილდო გადასცა - ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

გასულ ტურში, ეროვნული ლიგის ლიდერებმა - საბურთალომ და თბილისის დინამომ 3 ქულა მოიპოვეს და მესამე ადგილოსან გორის დილას, კიდევ უფრო დაშორდნენ. საბურთალომ მიხეილ მესხი 2-ზე ბოლნისის სიონს დაძაბული მატჩი - 2:3 მოუგო, შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი საბურთალოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა - გიორგი კოხრეიძემ გაიტანა.

1
დავით მუჯირი კახა ჩხეტიანს კუთვნილ ჯილდოს გადასცემს

თუმცა, თბილისელთაგან გამორჩეული - გიორგი დიასამიძე გახლდათ, რომელმაც გატანილ დუბლს, საგოლე გადაცემა დაუმატა. ბოლნისელთაგან ორივე გოლი, ცხინვალის და ქუთაისის ტორპედოს ყოფილმა შემტევმა - ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა.

ფოთში გამარჯვება მოიპოვა საჩხერის ჩიხურამ, რომელსაც ეროვნული ლიგის ბომბარდირი და მესამე წრის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი გაბედავა აკლდა. ჩიხურამ მატჩი მესამე წუთზე, გიორგი ბუხაიძის მიერ გატანილი გოლით მოიგო.

1
დინამოს აკაკი შულაია გატანილი გოლის შემდეგ

სამტრედიამ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივს უმასპინძლა და თბილისელები მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა. 77-ე წუთზე სტანდარტული სიტუაციის შემდეგ, სამტრედიელთა მონტენეგროელმა ლეგიონერმა - ივან ფატიჩმა საჯარიმოში კარგად ითამაშა და ეფექტური დარტყმით იმერლები დააწინაურა. გიორგი დარასელიას გუნდმა, მერვე ადგილოსან სიონთან ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა.

"ვულოცავ ჩემ გუნდს და ყველა გულშემატკივარს..." განაცხადა ფატიჩმა მატჩის შემდეგ. "ვფიქრობ ეს გუნდი არ უნდა იბრძოდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის, ახლა ჩვენ ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ და ვფიქრობ ცხრილში უფრო მაღალ პოზიციას ვიმსახურებთ"

1
საბურთალოს გულშემატკივრები მიხეილ მესხი 2-ზე