ახალი ჩემპიონის ფარი

News

ახალი ჩემპიონის ფარი

ჩემპიონის ფარი 2017 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგის გამარჯვებულს გადაეცემა.

ფარის დიზაინზე კომპანია Kollektiv-ი მუშაობდა: „ჩემპიონის ფარი - ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევის ფაზაშიც იგივე წარმატებით გამოიყენებოდა, ამ ფუნქციური ბალანსით ის კარგად ჰგავს ფეხბურთს და ზოგადად გუნდური შეჯიბრების ხასიათს.“

ეროვნული ლიგის ჯილდოზე იუველირმა გოგა ელბაქიძემ იმუშავა. ფარი თეთრ ოქროშია ამოვლებული, 55 სმ დიამეტრისაა და 10 კგ იწონის. ჩემპიონის ფარზე ხევსურული ორნამენტების გარდა, ასევე გამოსახულია 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ყველა ჩემპიონი კლუბი სეზონების მიხედვით.