ბათუმის დინამომ ფროლოვი გაანთავისუფლა

News

ბათუმის დინამომ ფროლოვი გაანთავისუფლა

ბათუმის დინამომ კონსტანტინ ფროლოვი გაათავისუფლა. უკრაინელი სპეციალისტი დინამოში 2017 წლის მაისიდან მუშაობდა. მის ნაცვლად, სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის პოსტს ბათუმის დინამოს ვეტერანი - ასლან ბალაძე ჩაიბარებს.

ასლან ბალაძე: "მე ძალიან კარგად ვიცი, გუნდი რა მძიმე სატურნირო მდგომარეობაშია. ასეთ დროს მთავარ მწვრთნელად მისვლა უდიდეს სირთულეებს უკავშირდება, მაგრამ ბათუმის "დინამო" ჩემთვის ოჯახია, რომელზეც უარს ვერასოდეს ვიტყვი. ახლა აწონ-დაწონის დრო არ არის. ვისაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს."