სამტრედიას უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს

News

სამტრედიას უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს

სამტრედიას უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს. სამტრედიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი პირველ ვარჯიშს გუნდთან ერთად დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

უჩა სოსიაშვილის კარიერა 2013 წელს სწორედ სამტრედიაში დაიწყო. ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ კარიერა დინამო თბილისი II-ში განაგრძო, ხოლო 2014-16 წლებში ხელმძღვანელობდა გორის დილას, სადაც გუნდთან ერთად საქართველოს 2014-15 წლების საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი გახდა.