კალენდარი

ორშაბათი, 30 ნოემბერი

სამშაბათი, 1 დეკემბერი

პარასკევი, 4 დეკემბერი

შაბათი, 5 დეკემბერი

ახალი ამბები

მეშახტემ დინამო თბილისს 3:0 მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 35-ე ტური დაიწყო. ერთი მატჩი გაიმართა: ტყიბულის მეშახტემ 3:0 მოუგო დინამო თბილისს, რითაც ჩემპიონობის შანსი გადაუწურა. 

მეშახტე 3:0 დინამო თბ 

ტყიბულელებს ეს გამარჯვება დიდხანს დაამახსოვრდებათ. 3:0 მოუგეს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, დინამო თბილისს. 

მეშახტე აუტსაიდერია, მომდევნო სეზონს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-სი დაიწყებს. აი, დინამო თბილისი კი ამ ტურამდე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსს, ახლა კი - ვეღარ. 

გოლებს რაც შეეხება: ლაშა უგრეხელიძის გრძელი და გამოზომილი პასის მერე გიორგი ბურდულმაც კარგად ითამაშა, მცველებს გაასწრო და დაბალი დარტყმით გაიტანა. 

ეს 26-ე წუთზე მოხდა, ტაიმის ბოლოს კი ცოტნე ფაფაციას პასს მოჰყვა რაფაელ ლიმას გოლი. ეს ლიმას პირველი გოლია მეშახტეს მაისურით.

მეორე ტაიმი კი ახალი დაწყებული იყო, როცა ფაცაციამ საჯარიმო დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში. ფაცაციას მორიგი ლამაზი გოლი.