კალენდარი

პარასკევი, 20 ნოემბერი

შაბათი, 21 ნოემბერი

სამშაბათი, 24 ნოემბერი

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი

პარასკევი, 27 ნოემბერი

კვირა, 29 ნოემბერი

ახალი ამბები

სპაერი-იბერია 1999 ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. სპაერმა იბერია 1999-ს უმასპინძლა. ოთხი გოლი, ფრე 2:2...

სპაერი 2:2 იბერია 1999 

გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ. სპაერი ცდილობს, რომ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, ხოლო იბერია 1999 ჩემპიონობისთვის იბრძვის. 

პირველ ტაიმში გოლები ხუთწუთიან მონაკვეთში გავიდა. ჯერ თორნიკე ასკურავას პასს მოჰყვა გიჩა ცირდავას დაბალ კუთხეში დარტყმა და 1:0;

მალევე, იბერიელთა შემტევი ნიკა სიხარულაშვილი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, დაბალი პასი გააკეთა და ამირან ძაგანიამ ერთი შეხებით დასწრებაზე გაიტანა. ძაგანიამ წინა ტურში გაგრასთანაც დაახლოებით მსგავსი გოლი მიითვალა.

70-ე წუთზე ისევ სპაერი გავიდა წინ. კარგი კომბინაცია, რევაზ ინჯგიას ბოლო პასი და ცირდავას ძლიერი დარტყმა აუღებელი გამოდგა.

82-ე წუთზე იბერია 1999-მა სტანდარტულიდან გაიტანა: გიორგი კუციამ კუთხური ჩააწოდა და იქ არეულობისას საბა მაისურაძეს ბურთი საკუთარ კარში აეჭრა - 2:2. 

სპაერი მერვე ადგილზეა. ამ მომენტისთვის იბერია 1999 ლიდერია, ერთი ქულით უსწრებს დინამო ბათუმს, თუმცა მათ ამ ტურში სათამაშო აქვთ. ასევე ჩემპიონობისთვის იბრძვიან დინამო თბილისი და რუსთავი.