კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. რუსთავმა სამგურალს მოუგო, ტორპედომ ორბურთიანი ჩამორჩენის მერე მოატრიალა თამაში და მეშახტეს აჯობა, ხოლო სპაერმა ლიდერი დინამო ბათუმი დაამარცხა.
რუსთაველებს წინა ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ აღებული და აუცილებელი მოგება ესაჭიროებოდათ, რათა საჩემპიონო რბოლაში დაბრუნებულიყვნენ. ეს მოახერხეს კიდეც.
მე-18 წუთზე რუსთაველებმა პენალტი ვერ გაიტანეს, კერძოდ, ჯექსონ კენიოს დარტყმული არსენ სიუკაევმა მოიგერია. მასპინძლებმა მეორე ტაიმში გატეხეს სამგურალი ირაკლი იაკობიძის კარგ პასს მოჰყვა სოლომონ კესის ზუსტი დარტყმა და 1-0.
მერე კი ჟან სოუზა დე ალმეიდას გადაცემა და კევინ სეიხასის დაგვირგვინება ვნახეთ. ეს სეიხასის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
რუსთავზე დავწერეთ, სამგურალი კი მეშვიდე ადგილზეა.
ტყიბულელები 65-ე წუთამდე ორი ბურთის სხვაობით უგებდნენ ქუთაისელებს, მაგრამ საბოლოოდ სტუმარმა ტორპედომ გაიმარჯვა.
პირველი ტაიმის ბოლოს მეშახტე მათე კვირკვიამ დააწინაურა. მან არეულობისას ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში. მეორე ნახევარში მეშახტეს ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებოდან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და მეკარე ოთო გოშაძე ბურთს ვერ მისწვდა.
ამის მერე კი ტორპედოს ჯერი დადგა. 65-ე წუთზე აკაკი შულაიას ჩაწოდებუკს მოჰყვა დავით ბუკიას თავური...
მალევე, დავით ბუკიამ ჩააწოდა და ხორვატმა დინო სკორუპმა ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში 2-2.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ფელიპე პირესმა ინდივიდუალური გარღვევის მერე გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ტორპედო მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო მეშახტეს ძალიან მცირე, მიზერული შანსი დარჩა იმისა, რომ მეათედან მეცხრე ადგილზე გადავიდეს.
თბილისის სპაერმა 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თანაც ვისთან - ლიდერ დინამო ბათუმთან მოიგო.
ჯერ ბათუმელები დაწინაურდნენ, კერძოდ, ალბანელმა ნახევრამცველმა უერდი მარამ გამოზომილი დარტყმით გაიტანა.
მეორე ტაიმი სპაერმა უკეთ დაიწყო და ოთხწუთიან მონაკვეთში ორი გოლიც მიითვალა. ჯერ გიგა სამხარაძემ პენალტი გამოიყენა, მერე კი ვნახეთ გოჩა ცირდავას მშვენიერი სოლომოქმედება მოკლე მონაკვეთში, შემობრუნება და ზუსტი დარტყმა 2-1.
69ე წუთზე სპაერის ნახევარმცველმა თორნიკე ასკურავამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. შეამჩნია კარიდან გამოსული მეკარე ნოდარ ყალიჩავა და დაახლოებით 40 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი.
90-ე წუთზე დინამო ბათუმმა ერთი ბურთი გაქვითა, კერძოდ, თორნიკე კირკიტაძის გამჭოლ პასს მოჰყვა გიორგი ბუნტურის ავტოგოლი.
დინამო ბათუმი ლიდერად რჩება, თუმცა ამ მარცხმა სიტუაცია გაურთულა.
დინამო ბთ
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913