- თასის ფინალს 12 დეკემბერს მიხეილ მესხი უმასპინძლებს
- პლეი-ოფები 8 და 13 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავების ფარგლებში, სფფ-ის მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ძირითად საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე სეზონის დასკვნითი ეტაპის ორგანიზაციული საკითხებიც განიხილეს.
კლუბების წარმომადგენლებს შეხვედრაზე აცნობეს, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩები 8 და 13 დეკემბერს გაიმართება. იმის გათვალისწინებით, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალისტი გაგრა შესაძლოა, პლეი-ოფის მონაწილეც გახდეს, თასის ფინალური მატჩის განახლებულ თარიღად 12 დეკემბერი განისაზღვრა. ფინალური შეხვედრა 12 დეკემბერს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. გაგრას პლეი-ოფში მონაწილეობის შემთხვევაში, მისი საპასუხო მატჩი 16 დეკემბერს ჩატარდება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვლნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩები 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი, 2027 წლის სეზონი 20 თებერვალს დაიწყება, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2, 27 თებერვალს აიღებს სტარტს.
დინამო ბთ
იბერია 1999
დინამო თბ
რუსთავი
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
ოდიში 1919
სიონი
კოლხეთი 1913
გორი