კალენდარი

ორშაბათი, 19 ოქტომბერი

პარასკევი, 23 ოქტომბერი

შაბათი, 24 ოქტომბერი

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

შაბათი, 31 ოქტომბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ახალი ამბები

რუსთავმა და დინამო თბილისმა მოიგეს

რუსთავმა ქუთაისის ტორპედოს მოუგო, ხოლო დინამო თბილისმა სპაერს აჯობა. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში.

ტორპედო 0:1 რუსთავი 

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში ბრაზილიური კომბინაციის შედეგად გავიდა: ჟან სოუზა დე ალმეიდამ ფლანგზე გააყოლა ბურთი ჯექსონ კენიოს, რომელმაც ჩააწოდა, იქ ისევ ჟანი დახვდა ბურთს და ერთი შეხებით გადაგზავნა კარში. 

საინტერესოა, რომ წლეულს რუსთავმა სამჯერ ზუსტად ამ ანგარიშით მოუგო ტორპედოს - 1:0, 1:0, 1:0. და სამივეჯერ სწორედ ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა. ასეთი შემთხვევა იშვიათია.

რუსთავი მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ტორპედო კი მეშვიდე საფეხურზეა.

დინამო თბ 3:1 სპაერი

დინამო თბილისმა სპაერს მოუგო. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. 

პირველ ტაიმში დინამოელები ნიკა ნინუას გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში სპაერმა ზურაბ გოლუბიანის მშვენიერი დარტყმით გაათანაბრა... ისე, გოლუბიანმა წინა ტურშიც ლამაზი გოლი მიითვალა (ტორპედოსთან).

69-ე წუთზე დინამო წინ გავიდა. მცველმა მარიოს პურზიტიდისმა თავურით გაიტანა. ეს პურზიტიდისის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მერე კი იყო მათე ვაწაძის გოლი. გამოცდილმა ფორვარდმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა - 3:1.