კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა: ტურში რიგით მესამე. დინამო ბათუმმა 3:2 მოუგო ქუთაისის ტორპედოს. ცხრილის ზედა ოთხეულში დიდი დაძაბულობაა...
თავიდან ტორპედო იგებდა, კერძოდ, ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდებულს მოჰყვა კომნენ ანდრიჩის თავური. სერბმა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიას ლიდერობს.
პირველი ტაიმის ბოლოს თორნიკე კირკიტაძემ გაათანაბრა. მან ცაციით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:1.
51-ე წუთზე ბათუმელები წინ გავიდნენ. ლუკა ლაკვეხელიანის პასით გურამ ჯაფარიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, დაარტყა და მართალია ოთო გოშაძე ბურთს შეეხო, მაგრამ მოგერიება ვერ შესძლო - 2:1.
მალევე, ლაკვეხელიანმა ტექნიკურად მოატყუა მცველი, კარგი პასი გააკეთა და კირკიტაძე პირისპირ გადიოდა, როცა მატეო სტამატოვმა წააქცია. სტამატოვი გააძევეს და ტორპედო ათი კაცით დარჩა...
თუმცა ქუთაისელებმა მაინც გაათანაბრეს ანგარიში. ვირჯილ პინსონის ჩაწოდება და დიეგო დეისაძის აუღებელი თავური.
ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე ბათუმელებმა გაიტანეს. მაურიდესმა დაბალი სახიფათო პასი გააკეთა, გოშაძემ მოიგერია, ულად-ომარ იმრანმა კი რთული მდგომარეობიდან ნახტომში ფეხით მოახერხა დარტყმა და ბურთიც ძელიდან ასხლეტით გავიდა კარში - 3:2.
დინამო ბათუმი პირველ ადგილზე გადავიდა, ტორპედო კი მეექვსე ადგილზე დარჩა. მათ შორის სხვაობა 11 ქულაა.
დინამო ბთ
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
შტურმი
თელავი
სამტრედია
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
გორი