კალენდარი

კვირა, 4 ოქტომბერი

კვირა, 20 სექტემბერი

ორშაბათი, 21 სექტემბერი

შაბათი, 10 ოქტომბერი

კვირა, 11 ოქტომბერი

შაბათი, 17 ოქტომბერი

ახალი ამბები

დინამო თბილისმა წყალტუბოში მოიგო, გაგრა-მეშახტე ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა წყალტუბოში სამგურალს მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა; გაგრა-მეშახტე კი ფრედ დასრულდა.

​​​​​​​გაგრა 1:1 მეშახტე 

ცხრილიდან გამომდინარე, ფრე ალბათ არცერთ გუნდს არ აწყობდა. გაგრა ცდილობს, რომ   მერვე ადგილიდან ზემოთ აიწიოს, ხოლო მეშახტე ბოლოზეა და ყველა მოუგებელი მატჩი აახლოებს გავარდნასთან.

მომენტები ორივე გუნდს საკმაოდ ჰქონდა. ჯერ გაგრა დაწინაურდა, კერძოდ, შეტევაში ჩართულმა მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ გაიტანა ალექსანდრე ფეიქრიშვილის პასით.

ტყიბულელებმა ბოლოს გაათანაბრეს. ცოტნე ფაცაციას ჩაწოდებას მოჰყვა მათე კვირკვიას თავური და 1:1.

სამგურალი 2:3 დინამო თბ 

დაძაბული თამაში ვნახეთ. სამგურალი პენალტით დაწინაურდა. ეპიზოდი: ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ გიორგი ხარაიშვილს ხელზე მოხვდა და VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი , რომელიც ლევან გეგეჭკორმა გაიტანა.  

სამგურალი წინ გავიდა, მაგრამ მერე დინამომ არათუ გაათანაბრა, არამედ დაწინაურდა კიდეც. ჯერ პარის ფსალტისის პასი გამოიყენა მაქსიმ ტეიშეირამ და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა; ხოლო მალევე ნიკა ნინუას თავურით გაკეთებულ გადაცემას მოჰყვა ჰალიდ დოლტმურზიევის ზუსტი დარტყმა და 1:2.

სამგურალმა ისევ გეგეჭკორის გოლით გაიხარა. გამოცდილმა მარჯვენაფლანგელმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.

მეორე ტაიმში დინამომ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და 74-ე წუთზე ნიკა ნინუამ დინამო წინ გაიყვანა. ბარნს ოსეიმ დაარტყა, მეკარე არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი და ნინუამ დაამატა - 2:3.