კალენდარი

კვირა, 4 ოქტომბერი

შაბათი, 19 სექტემბერი

კვირა, 20 სექტემბერი

ორშაბათი, 21 სექტემბერი

პარასკევი, 9 ოქტომბერი

შაბათი, 10 ოქტომბერი

კვირა, 11 ოქტომბერი

ახალი ამბები

პენალტების ფასი... იბერია 1999-მა დილას მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. თბილისის იბერია 1999-მა გორის დილას დაძაბულ თამაშში მოუგო - 2:1. თბილისელებმა ორივე გოლი პენალტით მიითვალეს, თანაც მეორე ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანეს. მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილზე გადავიდა, დილა კი მეხუთე ადგილზეა.

იბერია 1999 2:1 დილა 

ამ გუნდების მესამე დაპირისპირება წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. და სამივე იბერია 1999-მა მოიგო. 

58-ე წუთზე დილა ათი კაცით დარჩა, რადგან ჟოაო არაუჟომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე მომენტში ნიკა სიხარულაშვილი წააქცია.

მალევე იბერია 1999-მა გოლი გაიტანა. ზვიად ნაჭყებიამ ფლანგზე მოიპოვა ბურთი, პასი გააკეთა და იქ ამირან ძაგანიამ მოიპოვა პენალტი. არბიტრმა აკაკი ფარჯიკიამ VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი, ხომ არ არღვევდა წესებს ნაჭყებია. საბოლოოდ, არბიტრმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, დაინიშნა პენალტი და ნიკოლოზ დადიანმა გამოიყენა - 1:0.

დილა გააქტიურდა და ანგარიში გაათანაბრა: მამინ სანიანგმა ჩააწოდა და 19 წლის სენეგალელმა მცველმა მუჰამედ დიუფმა თავურით გაიტანა - 1:1.  

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი იბერია 1999-მა ისევ პენალტით გაიტანა. ამას მოჰყვა სანიანგის გაძევებაც - დილას მცველმა არბიტრთან კამათისთვის ნაადრევად დატოვა მინდორი. პენალტის ეპიზოდი?  ბლანკსონ ანოფმა ბურთის გამოტანისას ფეხი მოარტყა მასპინძელთა შემტევ ლადო ჩიხრაძეს.

თერთმეტმეტრიანი გიორგი ჯინჯოლავამ ზუსტად შეასრულა და 2:1.