კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

კვირა, 13 სექტემბერი

ორშაბათი, 14 სექტემბერი

შაბათი, 19 სექტემბერი

კვირა, 20 სექტემბერი

ახალი ამბები

ორი თბილისური მატჩი, ორი ფრე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური დასრულდა. ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა. გაგრა-ტორპედო და დინამო თბილისი-მეშახტეც. ცხრილში რაღაც გადანაცვლებები მოხდა. 

გაგრა 1:1 ტორპედო 

თბილისის დავით პეტრიაშვილის სტადიონზე თავიდან ქუთაისელები დაწინაურდნენ: ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა. კომნენ ანდრიჩმა თავით დაარტყა, ბურთი კი გაგრას მცველ ზურაბ ჭავჭანიძეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. 

ტორპედოს კიდევ ჰქონდა შანსები, თუმცა მეორე ნახევარში გაგრამ ჯერ თამაში გაათანაბრა, მერე უპირატესობაც მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა: დავით მუჯირის პასი, გურამ გოშთელიანმა კორპუსით დაფარა ბურთი, მოტრიალდა და ცხრიანში გაუტანა ოთო გოშაძეს - 1:1. 

ბოლოს ტორპედოს მშვენიერი მომენტი ჰქონდა, კომბონაციას ნოდარ ლომინაძე ამთავრებდა და მეკარე ანდრეი ვორობეიმ მოიგერია მისი დარტყმული. 

ამ სეზონში გაგრას ტორპედოსთან არ წაუგია: ორი ფრე და ერთი მოგება...

დინამო თბ 0:0 მეშახტე 

დინამო თბილისმა აუტსაიდერ ტყიბულის მეშახტესთან უგოლო ფრე ითამაშა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური შანსები მათე ვაწაძესა და ჰალიდ დოლტმურზიევს ჰქონდათ, თანაც ნახევარი წუთის ინტერვალში. ვაწაძის დარტყმული მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია, ასხლეტილი ბურთი კი ძელს მოხვდა. მერე შოვნაძემ დოლტმურზიევსაც აუღო.

თამაში მეორე ტაიმის შუაში დაიძაბა, როცა არბიტრმა ირაკლი შენგელიამ VAR-ზე გადამოწმების შედეგად გააძევა დინამოელთა მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე (უხეში თამასისთვის). მალევე, არბიტრმა პენალტი დანიშნა მეშახტეს კარში, თუმცა ასევე VAR-ზე ნახვის მერე გააუქმა. 

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო მოგება. მეშახტეს ნახევარმცველ ტარიკ შიკალოს დარტყმული ბურთი მეკარე ლუკას ფლორესმა მოიგერია. მერე ტყიბულეკთა ერიკ პიმენტელს გაჰქონდა თავურით და დინამოელმა ლიას ჰურიმ თავით გამოიტანა ბურთი კარიდან. 

დინამოდან კი ისევ დოლტმურზიევს შეეძლო გაეტანა, თუმცა... ისევ შოვნაძე.