შაბათს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. უხბგოლიანი დღე გამოვიდა, ჯამში 14 გოლი გავიდა. კვლავ მოიგო ლიდერმა რუსთავმა, სამგურალმა შვიდგოლიან შეხვედრაში სპაერს აჯობა, ხოლო დილა-ტორპედო 2:2 დასრულდა.
შვიდგოლიანი მატჩი ვნახე. წყალტუბოს სამგურალი ჯერ იგებდა, მერე ორი ბურთის სხვაობით აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
პირველივე წუთზე გავიდა გოლი, კერძოდ 21-ე წამზე: დავით კრასოვსკიმ მარცხნიდან შორეულ კუთხეში აჭრა ბურთი - 0:1.
მალევე, სპაერის მარცხენაფლანგელმა გიგა სამხარაძემ ჩააწოდა და ლაშა კოხრეიძემ თავურით გაათანაბრა ანგარიში.
შესვენების წინ სპაერმა ორჯერ გაიტანა. ჯერ თორნიკე ასკურავამ შორიდან გასროლით; მერე კი ლაშა კოხრეიძის პასს გიორგი ცეცხლაძემ მიაყოლა ახლოდან დარტყმა - 3:1.
53-ე წუთზე სამგურალმა სხვაობა შეამცირა: კრასოვსკიმ ფლანგზე მშვენივრად ითამაშა, მცველი მოატყუა, გასწვრივი პასი გააკეთა და იქ მცველ გიორგი ბუნტურს აეჭრა ბურთი საკუთარ კარში. თუმცა სამგურალის ფორვარდი კლაუდიო სებოლინია მაინც გაიტანდა...
69-ე წუთზე მარცხნიდან ჟან კარლოსმა ითამაშა კარგად, ცააწოდა და ირაკლი ბიძინაშვილმა თავურით გაათანაბრა.
ერთ წუთში კი სამგურალი წინ გავიდა! სებოლინიამ ართმევაზე კარგად ითამაშა, მერე ბიძინაშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ირაკლი სირაძე, რომლის დარტყმულიც ბუხუტი ფუტკარაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ სირაძეს მიუვიდა ბურთი და ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:4.
საინტერესოა, რომ სირაძემ ჩემპიონატ-თასიანად ოთხ მატჩში უკვე მესამედ მოახერხა შეცვლაზე შესვლის მერე გადამწყვეტი გოლის გატანა.
სამგურალი მეექვსე ადგილზეა, თუმცა მეხუთეზე მყოფ ტორპედოს ქულებით გაუთანაბრდა. სპაერი კი ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.
გორელები მსაჯის დამატებულ წუთებამდე 2:0-ს უგებდნენ ქუთაისელებს, თუმცა საბოლოოდ ფრე - 2:2.
პირველი ტაიმის შუაში მოჰამედ კონტემ დააწინაურა დილა. ორი მცველი მოატყუა და მაღალ კუთხეში აუღებელი დაარტყა...
77-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ითამაშა კარგად, კონტრშეტევისას სივრცე შეექმნა, ირბინა და ბოლოს ბადრი გოგობერიშვილს გაუკეთა პასი. გოგობერიშვილის დარტყმა და 2:0.
ტორპედომ ხასიათი გამოავლინა. 91-ე წუთზე გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს კომნენ ანდრიჩის ლამაზი თავური მოჰყვა - 2:1.
ბოლოს კი არაბიძემ საჯარიმოს გარედან ცხრიანში ჩაახვია ბურთი. მშვენიერი გოლი და 2:2.
დილაც და ტორპედოც ცხრილის შუაში არიან.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა მორიგი მატჩი მოიგო. რუსთავი უკვე 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, თუმცა მეტოქეებს თამაშები გამოტოვებული აქვთ: იბერია 1999-ს ორი მატჩი აქვს მარაგში, დინამო თბილისს - ერთი.
რუსთავი-გაგრას პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა სათამაშო უპირატესობა გოლებში ასახა. 56-ე წუთზე იუტა ნაკანომ დაუგდო ბურთი ჟან ალმეიდას და ბრაზილიელმაც ერთი შეხებით მაღალ კუთხეში გაიტანა.
85-ე წუთზე სოლომონ კესიმ ინდივიდუალურად კარგად ითამაშა და დარტყმაც კარგი მიაყოლა - 2:0.
ბოლოს კი კუთხურს მოჰყვა მცველ დავიდ ოლივეირას თავური. რუსთაველებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.
რუსთავი
დინამო თბ
იბერია 1999
დინამო ბთ
ტორპედო
სამგურალი
დილა
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
არაგვი
სიონი
ოდიში 1919
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი