კალენდარი

ხუთშაბათი, 17 სექტემბერი

კვირა, 4 ოქტომბერი

კვირა, 13 სექტემბერი

ორშაბათი, 14 სექტემბერი

შაბათი, 19 სექტემბერი

კვირა, 20 სექტემბერი

ახალი ამბები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: რუსთავმა ტორპედოს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მეოცე ტურის ერთი მატჩი გაიმართა: რუსთავმა 1:0 მოუგო ქუთაისის ტორპედოს.

რუსთავი 1:0 ტორპედო 

რუსთავმა ბრაზილიელი ჟან სოუზა დე ალმეიდას გატანილი პენალტით სძლია ტორპედოს. გოლი მე-12 წუთზე გავიდა. პენალტი კი ქუთაისელთა მცველის, ცოტნე ნადარაიას ხელით თამაშს მოჰყვა. დავით უბილავას ჩაწოდების მერე მოხვდა ბურთი ნადარაიას ხელს, იქიდან ასხლეტილი კი ძელს... არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა თერთმეტმეტრიანი.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. 

საინტერესოა, რომ წლეულს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ასევე რუსთავმა მოიგო 1:0 და გოლი მაშინაც ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა. 

ამ დროისთვის რუსთავი ლიდერია, ტორპედო კი მეოტხე პოზიციაზეა.