საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლებს.
იბერიელებს სლოვაკეთის სლოვანთან პირველი მატჩი 0:2 ჰქონდათ წაგებული, სტუმრად კი 1:1 ითამაშეს. ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი პირველი ტაიმის მერე აგებდა, თუმცა მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ნიკა სიხარულაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. მომენტები კიდევ იყო, თუმცა მეტი გოლი არ გასულა.
სლოვანი - იბერია 1999 1:1
გოლები: 1:0 კუხარევიჩი (44), 1:1 სიხარულაშვილი (51)
იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 76), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა (ალჰასანი 55), კუცია (ბართიშვილი 55), დადიანი, ლუკას კაფე (ძაგანია 65), ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 76)
წინ კი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპია, სადაც იბერია 1999 ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნს შეხვდება. ლარნმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციოზე სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ორივე შეხვედრა წააგო - 0:4, 0:5.
და თუ ქართული გუნდი ლარნის ეტაპს გადალახავს, კიდევ ერთი ეტაპი დარჩება, რათა ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს.
ხოლო თუ ლარნთან გავა და შემდეგ გავარდება, მაინც მოხვდება ჯგუფში, ოღონდ კონფერენციიის ლიგის ჯგუფში. ასე რომ, ლარნთან 6 და 13 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი თამაშებია.
აი, დინამო თბილისი კი კონფერენციის ლიგიდან გავარდა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დინამოელებს ლიეტუვის ჟალგირისთან შინ 3:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ სტუმრად 2:7 წააგეს...
ძალიან მწარე ამბავი. არადა, 59-ე წუთამდე 1:1 იყო. და აქედან მოყოლებული თბილისელებმა ექვსი გოლი გაუშვეს. მათ შორის სამი გოლი ბოლო რვა წუთში.
ჟალგირისი - დინამო თბ 7:2
გოლები: 1:0 ბილენკი (25), 1:1 ლეო სანტუში (40), 2:1 პეტკოვიჩი (59), 3:1 ბრაიან ტეიშეირა (61), 3:2 ვაწაძე (72), 4:2 პეტკოვიჩი (74), 5:2 ბილენკი (82), 6:2 მიჰაილოვიჩი (88), 7:2 ბილენკი (90)
მე-10 წუთზე პეტკოვიჩმა ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
დინამო თბ: ლორია, პსალტისი (ური 22), კურდიჩი, კალანდაძე, ლეო სანტუში, ოსეი, კაკაშვილი (ვაწაძე 70), ნინუა, დუ კოუტუ, კვარაცხელია (ტკალია 60), ბა
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი