კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველ შეხვედრაში, დინამო თბილისმაც მოიგო და გორის დილამაც. თბილისელებმა სტუმრად 2:1 აჯობეს ლუქსემბურგის მონდორფს, ხოლო გორელებმა შინ 3:1 დაამარცხეს სან-მარინოს ვირტუსი.
გორის თენგიზ ბურჯანაძეზე გამართულ მატჩში სწრაფი გოლები ვნახეთ. ჯერ ვირტუსმა გაიტანა, კერძოდ, კონტრშეტევა კარგად გაითამაშეს და ბენინკასამ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა.
დილა მხოლოდ ექვსი წუთის განმავლობაში აგებდა. ბადრი გოგობერიშვილის გამოზომილ პასს მოჰყვა შოთა შეყილაძის გოლი და 1:1.
კიდევ ხუთი წუთი გავიდა და ბლანკსონ ანოფმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალ კუთხეში გაიტანა. ხოლო მეორე ტაიმის შუაში შეყილაძის ჩაწოდებულს გვინეელმა მოჰამედ კანტემ თავური მიაყოლა - 3:1.
დილა 3:1 ვირტუსი (სან-მარინო)
გოლები: 0:1 ბენინკასა (3), 1:1 შეყილაძე (9), 2:1 ანოფი (14), 3:1 კანტე (68)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, სანიანგი, ჟოაუ არაუჟო, ჯალაღონია, ტალი (კუაკუ 54), ანოფი, მენთეშაშვილი, გოგობერიშვილი (კანტე 46), ფარულავა (დონკორი 64), შეყილაძე (კობახიძე 84)
რაც შეეხება დინამო თბილისს, ლუქსემბურგში გაიმარჯვა. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 21-ე წუთზე უკვე ორი ბურთით იგებდა. ორივეჯერ კუთხურს მოჰყვა ეს გოლები, ორივეჯერ ნიკა ნინუამ ჩააწოდა, თანაც სხვადასხვა ფლანგებიდან. ჯერ გვინეელმა ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა, მერე კი მათე ვაწაძემ. კარგია, დინამოს სტანდარტულებზე მშვენივრად ჰქონდა ნამუშევარი.
მეორე ტაიმში ლუქსემბურგის გუნდმა სხვაობა შეამცირა. ეს იყო და ეს, მეტი გოლი არ გასულა.
მონდორფი 1:2 დინამო თბ
გოლები: 0:1 ბა (2), ვაწაძე (19), 1:2 ფარი (71)
დინამო თბ: ლორია, ლეო სანტოსი, კალანდაძე, კურდიჩი, პსალტისი (კვარაცხელია 66), ოსეი, ნინუა, ციკოლია (კაკაშვილი 46), დო კოუტუ (დანელია 89), ბა, ვაწაძე (ქვარცხავა 61)
რაც შეეხება კონფერენციის ლიგაში მონაწილე მესამე ქართულ კლუბს, შეგახსენებთ, ქუთაისის ტორპედომ ოთხშაბათს სტუმრად 0:3 წააგო აზერბაიჯანის ზირასთან.
კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები 16 ივლისს გაიმართება.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი