კალენდარი

სამშაბათი, 23 ივნისი

ოთხშაბათი, 24 ივნისი

შაბათი, 8 აგვისტო

შაბათი, 15 აგვისტო

ახალი ამბები

დილას ლამაზი გოლები და მოგება; ფრე ტორპედო-სპაერის მატჩში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტური დაიწყო. ორშაბათს ორი მატჩი გაიმართა: გორის დილამ 3:0 აჯობა ლიდერ რუსთავს, ტორპედომ კი ქუთაისში 0:0 ითამაშა სპაერთან. 

დილა 3:0 რუსთავი 

უგოლო პირველი ტაიმის მერე, გორელებმა სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს რუსთაველებს. თანაც, ეს მოხდა ცამეტწუთიან მონაკვეთში. 

ჯერ შოთა შეყილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ჩახვეული დარტყმით გახსნა ანგარიში. მერე გვინეელმა ფორვარდმა მოჰამედ კანტემაც ლამაზი გოლი მიითვალა, კერძოდ, საჯარიმოში ჩამოიშორა მცველი და ცაციით ძლიერად დაარტყა. 

მესამე გოლი კი რუსთაველებმა გაიტანეს საკუთარ კარში, კერძოდ, დავიდ ოლივეირას მოხვდა ბურთი და ასე შევარდა კარში - 3:0. 

სხვათა შორის, წლეულს ამ გუნდების წინა ორივე დაპირისპირება რუსთაველების გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად კი დილამ დამაჯერებლად იმარჯვა. 

შეგახსენებთ, დილას 9 და 16 ივლისს კონფერენციის ლიგის მატჩები ელის. მეტოქე სან-მარინოს ვირტუსი იქნება.

ტორპედო 0:0 სპაერი 

ქუთაისელების მოუგებელი სერია გრძელდება. წინა სამი ტურში სამივე წაგება ჰქონდათ და ახლა ქულა აიღეს თბილისის სპაერთან. თავის მხრივ, არც სპაერს უდგას საუკეთესო პერიოდი, გუნდს ბოლო ოთხ შეხვედრაში არ გაუმარჯვია და მერვე ადგილზეა, თუმცა ქულებში ჩამორჩენა დიდი არაა.

თამაშს რაც შეეხება, ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. 

ქუთაისელებს მალე კონფერენციის ლიგის მატჩები ელით აზერბაიჯანის ზირასთან. და იმედია, მოუგებელ სერიას იქ შეწყვეტენ.