კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა იბერია 1999-მა მინიმალური სხვაობით მოუგო გაგრას, ტორპედომ მეშახტეს აჯობა, ხოლო დილასა და დინამო თბილისის დაპირისპირება გორში უგოლოდ დასრულდა.
მოქმედმა ჩემპიონმა გაგრას აჯობა და ისევ ოთხქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ერთადერთი გოლი 17 წლის ანდრია ბართიშვილმა გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და თან ლამაზიც გამოვიდა. ბართიშვილმა მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა ზუსტი დარტყმით.
მომენტები კიდევ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. გაგრა ბოლოსწინა ადგილზეა.
50-ე წუთამდე ტაბლოზე ნულები ენთო, მერე კი ხუთი გოლი ვნახეთ. თანაც ჯერ მეშახტემ გაიტანა, კერძოდ, ლადო ჩიხრაძემ ძლიერი დარტყმით.
ამის მერე კი ტორპედოს სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩმა 15-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი გაახერხა. 1. საჯარიმოში არეულობისას დიეგო დეისაძემ ძელს მოარტყა ბურთი და დამატებაზე ანდრიჩი კარგად გაერკვა სიტუაციაში; 2. დეისაძის პასი თავით და ანდრიჩის ასევე თავით გატანილი, 3. გიორგი არაბიძემ იაქტიურა და სერბმა ზუსტი დარტყმით დაასრულა.
აი, ბოლო გოლი კი არაბიძემ მიითვალა. გიორგი მე-100 მატჩს ატარებდა ტორპედოს მაისურით.
ქუთაისელები უკვე მეორე ადგილზე არიან. დირკ შუსტერის გაწვრთნილი გუნდი 10 ტურია არ დანარცხებულა. მეშახტემ კი ზედიზედ მეხუთედ წააგო და ბოლო საფეხურზეა.
დაძაბული მატჩი გორში. 25-ე წუთზე ყველა ანერვიულდა: დილას კაპიტანმა და დაცვის ლიდერმა რომარიკ ეტუმ შეჯახებისას გონება დაკარგა. ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს. თამაში დიდხანს გაჩერებული იყო, შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ ეტუ საავადმყოფოში წაიყვანა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ერთ-ერთი საუკეთესო იყო დილას მეკარე დავით კერესელიძე. მან ურთულესი ბურთები აიღო, საბა ხარებაშვილსა და ბარნს ოსეის არ გაატანინა. კიდევ, გამოსარჩევია დილას შემტევის შოთა შეყილაძის ბრწყინვალე ქუსლური პასი, რითაც ალიუნე ტალი გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარს ააცილა.
დინამოელებს ბოლო 6 მატჩში (რაც გუნდში თემურ ქეცბაია მივიდა), 4 მოგება და 2 ფრე აქვთ. დინამო მესამე ადგილზეა, დილა კი მეხუთეზე. მათ შორის 2 ქულაა სხვაობა.
იბერია 1999
ტორპედო
დინამო თბ
რუსთავი
დილა
დინამო ბთ
სპაერი
სამგურალი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
ოდიში 1919
გორი