კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეთორმეტე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ლიდერმა იბერია 1999-მა შინ ქუთაისის ტორპედოსთან ფრედ ითამაშა, გორის დილამ ტყიბულის მეშახტეს აჯობა, ხოლო დინამო ბათუმმა წყალტუბოს სამგურალს მოუგო.
ლიდერი იბერია 1999 შინ აგებდა ტორპედოსთან, თუმცა შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1. ეს იყო ქუთაისელთათვის ზედიზედ მესამე 1:1. გუნდი მეოთხე ადგილზეა...
სწრაფი გოლი ვნახეთ. მატეო ითრაქის პასის მერე დიეგო დეისაძემ პოზიციური ბრძოლა მოუგო ვაჰიდ სელიმოვიჩს, საჯარიმოში სწრაფად შეიჭრა და დაბალ კუთხეში დარტყმით გაიტანა.
პირველი ტაიმის ბოლოს კი ნიკოლოზ დადიანის ჩაწოდებულს პაატა ღუდუშაურის ზუსტი თავური მოჰყვა და 1:1. ღუდუშაურმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
მომენტები კიდევ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
დილას ბოლო ორი მატჩი წაგებული ჰქონდა, რასაც იტალიელი მწვრთნელის, დიეგო ლონგოს პოსტიდან წასვლა მოჰყვა. ტყიბულის მეშახტესთან კი გორელებს დროებითი მწვრთნელი, რამაზ სოღოლაშვილი ხელმძღვანელობდა.
დილამ შოთა შეყილაძის დუბლით სძლია მეშახტეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. შეყილაძემ ჯერ მეშახტეს მეკარე ლევან შოვნაძის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს ძლიერი დარტყმა მიაყოლა და ასე გახსნა ანგარიში; მერე კი ოთარ ფარულავას გრძელი პასის მერე ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა და ორამდე გაზარდა სხვაობა.
შეყილაძეს ამ ტურამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი (ტრავმის გამო გაუცდა თამაშები), ამჯერად კი ორი მიითვალა.
დილა მესამე ადგილზეა, მეშახტე კი - ბოლოზე.
პირველ ტაიმში ბათუმელებმა ორივე გოლი კუთხურიდან შექმნეს. ორივეჯერ უერდი მარამ ჩააწოდა, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან.
ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა, მერე კი კაპიტანმა მამუკა კობახიძემ. ორივემ თავურით. ორივე მცველმა...
56-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ტექნიკური დარტყმით სამამდე გაზარდა სხვაობა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი ისევ უერდი მარასი იყო. ალბანელმა სამი ასისტი გაახერხა...
სამგურალმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა: ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე ლაზარე კუპატაძემ ითამაშა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ლევან პაპავამ ამით ისარგებლა - 3:1.
ცხრილში საკმაოდ სიმჭიდროვეა. მაგალითად, დინამო ბათუმი ორი ტურის წინ ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი მეექვსეზეა.
იბერია 1999
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
მერანი მრ
შტურმი
თელავი
სიონი
არაგვი
კოლხეთი 1913
სამტრედია
ოდიში 1919
გორი