კალენდარი

კვირა, 10 მაისი

ორშაბათი, 11 მაისი

პარასკევი, 15 მაისი

შაბათი, 16 მაისი

კვირა, 17 მაისი

ახალი ამბები

ისევ 2:1... დინამო თბილისმა სპაერს მოუგო

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური. ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა სპაერს მოუგო, მეხუთე ადგილზე გადავიდა და ლიდერ იბერია 1999-ს 8 ქულით ჩამორჩება. 

დინამო თბ 2:1 სპაერი 

დინამოელებმა სპაერს პირველ წრეშიც 2:1 მოუგეს. ამჯერადაც...

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმის ექვსწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა. ჯერ საბა ხარებაშვილის გრძელი გადაცემის მერე ნანა-კოფი დონკორმა მშვენივრად ითამაშა, მცველს ერთი მოძროაბით გასცდა და მეკარემ პირველი დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ისევ დონკორი გაჩნდა და ბურთი კარში გადაგზავნა. 

მერე კი მათე ვაწაძემ გაიტანა. ნიკა ნინუას კუთხურს მოჰყვა ვაწაძის თავური, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ  გადაკვეთა კარის ხაზი. VAR-ზე გადამოწმების მერე ჩაითვალა გოლი.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი ერთი გავიდა. გოჩა ცირდავას პასს მოჰყვა ზურაბ გოლუბიანის ზუსტი დარტყმა და სპაერმა სხვაობა შეამცირა - 2:1. 

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დინამოელებმა მესამე შეხვედრა ჩაატარეს, ორში გაიმარჯვეს და ერთი ფრეც დაასრულეს. აი, სპაერმა კი მშვენივრად დაიწყო სეზონი და ლიდერობდა კიდეც, თუმცა მას მერე ზედიზედ 7 მოუგებელი მატჩი მოუგროვდა.