კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დაიწყო. გაგრა რუსთავთან აგებდა, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა; დინამო თბილისისა და იბერია 1999-ის შეხვედრა კი უგოლოდ დამთავრდა.
რუსთავმა სეზონში პირველად წააგო, გაგრამ კი პირიქით, პირველად გაიმარჯვა.
რუსთველები იგებდნენ სწრაფი გოლით, კერძოდ, დავით უბილავამ ითამაშა კარგად, ბურთი გააყოლა ჟან სოუზა დე ალმეიდას და ბრაზილიელმაც ტექნიკურად შეასრულა. 1:0. რუსთავს სეზონში ჯერ ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ჟან სოუზა დე ალმეიდას ანგარიშზეა.
58-ე წუთზე გაგრელთა უკრაინელმა შემტევმა ანდრი ანდრეიჩუკმა ინდივიდუალური გარღვევა ლამაზი გოლით დაასრულა; ხოლო ბოლოს გაგრას მოაგებინა დავით მუჯირის დარტყმამ. მუჯირმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და 1:2.
დინამო არენაზე გოლი ვერ ვნახეთ. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გამოცდილმა მეკარეებმა, გიორგი ლორიამ და გიორგი მაკარიძენ, კარი მშრალად შეინახეს.
ეს დინამოელთა ზედიზედ მეორე 0:0-ია. გუნდს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული და ისიც პენალტით (სპაერთან). და ისე, იბერიელებმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ისიც პენალტით (დილასთან).
მოკლედ, ერთ გოლს ამ სეზონში განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს.
რუსთავი
დინამო ბთ
დინამო თბ
იბერია 1999
დილა
ტორპედო
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
სამტრედია
მერანი მრ
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
გორი
კოლხეთი 1913