დღეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ პირველი ქულები აიღო, კერძოდ, ჩემპიონ იბერია 1999-ს ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოუგო; სპაერმა დამაჯერებლად სძლია გაგრას, ხოლო დინამო თბილისისა და რუსთავის დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ქუთაისელებს საწყისი ორი მატჩი წაგებული ჰქონდათ, ამჯერად კი სამი ქულა აიღეს იბერია 1999-თან. დაძაბული მატჩი გამოდგა. 86-ე წუთი იყო, როცა იბერიელთა მცველი არმელ ზოური უხეშობისთვის გააძევეს. მალევე, თბილისელები სულაც ცხრა კაცით დარჩნენ, რადგან ამირან ძაგანიაც გააძევეს მეორე გაფრთხილების შედეგად. ეს მეორე ყვითელი სასტვენის მერე ბურთის გადაგდებისთვის უჩვენეს.
და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ტორპედომ მაინც გაიტანა. მატეო ითრაქმა ჩააწოდა და მცველმა ცოტნე ნადარაიამ თავური ზუსტად დაარტყა.
წინა ტურში ორივე გუნდს მოგებული ჰქონდა, ურთიერთშეხვედრაში კი გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. 0:0 დასრულდა, მაგრამ მომენტები საკმაოდ იყო.
58-ე წუთზე არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა რუსთავის სასარგებლოდ. ჟან სოუზა დე ალმეიდამ დაარტყა და გამოცდილმა გიორგი ლორიამ აიღო ბურთი.
მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მეორეს დიდი ანგარიშით მოუგო. ეს სპაერმა მოახერხა გაგრასთან.
მე-14 წუთზე სპაერმა კარგი კომბინაცია გაითამაშა და საბა გეგიაძის პასს მოჰყვა თამაზ ცეცხლაძის გოლი. პირველივე ტაიმში, გოჩა ცირდავამ დაასრულა კონტრშეტევა, რომელიც თორნიკე ასკურავამ წამოიწყო და საგოლე პასიც მან გააკეთა.
ბოლოს კი სპაერის მესამე გოლიც ვნახეთ: გოჩა ცირდავას პასი და სამხრეთაფრიკელ სიენდა მატენჯვას ცარიელ კარში გააქვს - 0:3.
სპაერი
დინამო თბ
სამგურალი
რუსთავი
იბერია 1999
ტორპედო
დინამო ბთ
მეშახტე
გაგრა
დილა
ოდიში 1919
მერანი მრ
თელავი
გარეჯი
არაგვი
შტურმი
სიონი
გორი
სამტრედია
კოლხეთი 1913