კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე ტური დასრულდა. ტყიბულის მეშახტისა და წყალტუბოს სამგურალის დაპირისპირებაში გოლი არ გავიდა.
ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და პირველი ქულაც მოიპოვა. შეგახსენებთ, მეშახტე შარშანწინ ლიგა 3-ში იყო, შარშან ლიგა 2-ში და აი, ახლა მთავარ ლიგაშია.
ტყიბულელთა და წყალტუბოელთა დაპირისპირება 0:0 დამთავრდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.
სამგურალს ორ ტურში ოთხი ქულა აქვს და გოლი ჯერ არ გაუშვია.
მეშახტეს რამდენიმე ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. დიმიტრი ღურწკაიას, გიორგი ბურდულს, ტარიკ შიკალოს, მაქსიმ პიროგოვს.
იბერია 1999
რუსთავი
დინამო თბ
ტორპედო
დინამო ბთ
დილა
სამგურალი
სპაერი
გაგრა
მეშახტე
გარეჯი
თელავი
მერანი მრ
შტურმი
სიონი
არაგვი
ოდიში 1919
კოლხეთი 1913
სამტრედია
გორი