გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეიოფის პირველი მატჩები. სპაერმა სტუმრად 2:0 მოუგო გარეჯს, ხოლო მეშახტე-თელავი 1:1 დასრულდა.
თბილისის სპაერმა შარშან საქართველოს დავით ყიფიანის თასი მოიგო, ამჯერად კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლას უმიზნებს.
ანზორ კიღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა საგარეჯოს გარეჯს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და 2:0 მოუგო. 25-ე წუთზე გიორგი ბუნტურის პასს მოჰყვა ზაქარია ბასილაშვილის კარგი თამაში. ბასილაშვილი გასცდა მცველს, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშიც გახსნა.
მეორე ნახევარში კი საბა გეგიაძემ გამოიყენა ლევან ბარაბაძის მშვენიერი გადაცემა, ისიც პირისპირ გავიდა და ზუსტადაც დაარტყა. ასე გაიმარჯვა სპაერმა, რომელიც 2017 წლის დასაწყისში დაარსდა.
ტყიბულელები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდნენ და პლეიოფში თამშის უფლებაც ასე მოიპოვეს. მეშახტე იგებდა კლეოპას ტიმის გოლით. ნიგერიელმა 39-ე წუთზე თავურით დააწინაურა თავისი გუნდი. საგოლე პასი კი ბექა შუბითიძისა იყო.
მეორე ტაიმში თელავმა მოუმატა და მიხეილ ბაშელეიშვილის გადაცემას მოჰყვა ანდრია დევდარიანის ძლიერი დარტყმა ახლო კუთხეში: 1:1. ყველაფერი თელავში გადაწყდება. პლეიოფის საპასუხო მატჩები 14 დეკემბერს გაიმართება.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ