იბერია 1999 მესამედ გახდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი. 2018, 2024, 2025 - ამ წლებში გახდნენ ჩემპიონები. მიხეილ მესხის სტადიონზევე გაიმართა დაჯილდოვება. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა ჩემპიონები.
იბერიელებმა ბოლო ტურში გაგრას 2:1 აჯობეს და ორი ქულით გაუსწრეს მდევარ გორის დილას.
ჩემპიონებმა 36 ტურში 24-ჯერ მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. ბურთები კი, 60:24.
მასპინძლები გიორგი ჯინჯოლავას შორეული დარტყმით დაწინაურდნენ. ჯინჯოლავამ არამუშა, მარჯვენა ფეხით გაიტანა. 32-ე წუთზე კი იბერიელთა ფორვარდი ამირან ძაგანია გააძევეს მეკარეზე უხეშად ფეხებში ვარდნისთვის.
მეორე ტაიმში ერთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი ვნახეთ. ჯერ მე-60 წუთზე გაგრას ფორვარდმა დავით მუჯირმა აკრობატულ ნახტომში ქუსლით მშვენიერი გოლი მიითვალა. ძალიან ორიგინალური.
გავიდა ერთი წუთი და იბერია 1999 ისევ დაინაურდა, კერძოდ, გიზო მამაგეიშვილმა დაამატა ძელიდან ასხლეტილ ბურთს.
საბოლოოდ, 2:1. ახალგაზრდა გუგა ნერგაძის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონი გახდა.
იბერია 1999-მა წლეულს 80 ქულა აიღო. მაგალითად შარშანდელ საჩემპიონო სეზონში 75 ქულა მოაგროვა.
დილა ორჯერ აგებდა დინამო თბილისთან, საბოლოოდ 2:2 დაასრულა. დილას რომც გაემარჯვა, მაინც ვერ გახდებოდა ჩემპიონი, რადგან იბერიელებმა მოიგეს.
მატჩს რაც შეეება, სწრაფი გოლი გავიდა: მათე ვაწაძემ გაიტანა პენალტი, რომელიც დილას მცველ ტიაგო ილორის ხელით თამაშისთვის დაინიშნა.
75-ე წუთზე გაათანაბრა დილამ: აბდალა ხლაიხალიმ გიორგი ლორიას მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა...
ბოლოს კიდევ ვნახეთ გოლები ორივე კარში. ჯერ ირაკლი სირაძემ დააწინაურა დინამო თბილისი, ბოლოს კი დილას მალელმა ნახევარმცველმა აბუბაქარ კონტემ შორიდან გაისროლა და.. 2:2.
თელაველებმა სეზონის ბოლო ტურები კარგად ჩაატარეს და აი, დღესაც გაიმარჯვეს. ამჯერად სამგურალთან 3:0. გიორგი ჩხეტიანმა ცაციით გაიტანა ელდარ პარკინაშვილის პასის შემდეგ. ეს გოლი პირველივე წუთებზე გავიდა.
ბოლოს კი ჯერ მიხეილ ბაშელეიშვილმა გაიტანა გამოზომილი დარტყმით, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ვატო არველაძემ დაამთავრა. ეს ორი გოლი ჰგავდა ერთმანეთს.
თელავი მერვე ადგილზე გავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად პლეიოფში ტყიბულის მეშახტეს შეხვდება.
მესამეადგილოსანმა ტორპედომ მინიმალური სხვაობით აჯობა საგარეჯოს გარეჯს, რომელიც მეცხრეზე გავიდა და პლეიოფში თბილისის სპაერს შეხვდება.
პირველი ტაიმის მერე ტაბლოზე ნულები ენთო, 51-ე წუთზე კი ტორპედოელმა პაატა ღუდუშაურმა სიზუსტეზე გათვლით დაარტყა და 1:0; მალევე, ღუდუშაურის კუთხურს მოჰყვა ბიორნ იონსენის დასრებაზე თამაში და 2:0.
იონსენმა 21 გოლი მოაგროვა და ზედიზედ მეორედ გახდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
გარეჯმა ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა, კერძოდ, მათე ქომეთიანმა ახლოდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.
ჩემპიონები
19 - დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)
4 - ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)
3 - იბერია 1999 (2018, 2024, 2025)
2 - ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)
2 - რუსთავი (2006-07, 2009-10)
2 - ზესტაფონი (2010-11, 2011-12)
2- დინამო ბათუმი (2021, 2023)
1 - სამტრედია (2016)
1 - დილა (2014-15)
1 - სიონი (2005-06)
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
გონიო
დინამო-2 თბ