ბოლოსწინა ტურის ბოლო მატჩი გაიმართა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. თელავმა გაგრას სძლია და მერვე ადგილზე გასვლის შანსი დაიტოვა, თუმცა ყველა ვარიანტში, გუნდს პლეიოფში თამაში მოუწევს. ვისთან, ჯერ გასარკვევია.
თელაველებმა 31-ე წუთზე გახსნეს ანგარიში, კერძოდ, მიხეილ ბაშელეიშვილმა ცენტრში მოიპოვა ბურთი, დაალოებით 25 მეტრი ირბინა და შემდეგ ზუსტი დარტყმით გაიტანა.
მალევე, გაგრამ დავით მუჯირის თავურით გაათანაბრა. მუჯირმა საბა ზოიძის პასის მერე ცხრიანში გაგზავნა ბურთი. გაგრელთა ფორვარდმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.
მეორე ტაიმში კი ერთი გოლი ვნაეთ: ესპანელმა ინიგო მარტინმა ტატო ჟივიძის ჩაწოდებულს მიაყოლა თავური და 1:2.
გაგრა მეხუთე ადგილზეა. თელავი კი ჯერ მეცხრეზეა და ბოლო ტურში გაირკვევა, ამავე საფეხურზე დარჩება, თუ მერვეზე გავა.
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია