კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ლუკა ლაცაბიძის გოლით მოუგო საგარეჯოს გარეჯს, აუტსაიდერმა ფოთის კოლხეთი 1913-მა კი სტუმრად გაგრას სძლია.
დინამოელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გავიდა. კუთხურის მოჰყვა ირაკლი სირაძის თავით კარგი პასი და ლუკა ლაცაბიძემ ახლოდან გაიტანა. შორეული ძელი ჩაკეტა და 0:1.
ეს ლაცაბიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ამ გუნდების წლევანდელი ოთხი დაპირისპირებიდან სამი დინამოელებმა მოიგეს, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. გარეჯი მერვე ადგილზე რჩება.
ფოთელებმა ზედიზედ ოთხი მარცხის მერე გაიმარჯვეს და ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ არ გავარდნენ. გაგრა კი მეშვიდეზეა.
ფოთელთაგან ორი გოლი გაიტანა სანდრო ავალიანმა. საინტერესოა, რომ აქამდე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მას გოლი არ ჰქონდა. ავალიანმა პირველ ტაიმში ანდრია ბართიშვილის პასი გამოიყენა, მეორე ნახევარში კი დავით ფაღავას გადაცემის მერე გაიტანა.
სტუმართაგან კიდევ ერთი გოლი ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ მიითვალა გიორგი ხარებავას კარგი პასის შემდეგ.
გაგრამ ბოლოს შეამცირა სხვაობა: ვანდერსონმა ჯერ ძელს მოარტყა ბურთი, იმავე შეტევაში კი მეორე დარტყმა ზუსტი გამოუვიდა - 1:3. საგოლე პასი დავით გოცირიძისა იყო.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
გაგრა
დინამო ბთ
სამგურალი
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
თელავი
გარეჯი
კოლხეთი 1913
მერანი მრ
სიონი
სამტრედია
შტურმი
გორი
ოდიში 1919
არაგვი