კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური დასრულდა. ჯგუფის ბოლო მატჩი გაიმართა, იბერია 1999-მა დინამო ბათუმს სტუმრად მოუგო და ლიდერობს.
მოქმედმა ჩემპიონმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუტანა დინამო ბათუმს. ჯერ გიორგი ჯინჯოლავამ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და თავისიანები დააწინაურა, მერე კი სანდრო ალთუნაშვილის ჩაწოდებას მოჰყვა ამირან ძაგანიას ზუსტი თავური და 0:2. ძაგანია რამდენიმე წუთის შესული იყო მინდორზე...
იბერია 1999-ს და დილას თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში თბილისელებს აქვთ უპირატესობა და ცხრილშიც წინ არიან.
დინამო ბათუმი კი მეექვსეზეა. გუნდს 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი