გორის დილამ შინ 1:0 მოუგო ქუთაისის ტორპედოს. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში.
დაძაბული მატჩი იყო გორში. გამარჯვებულის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა: დილას ცენტრალურმა ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შორიდან დარტყმით გაიტანა. ეს 70-ე წუთზე მოხდა. აქვე დავწეროთ, რომ ანდრონიკაშვილისთვის ეს მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. ამ გუნდების წლევანდელი ოთხი დაპირისპირებიდან სამი გორელებმა მოიგეს, ერთიც - ქუთაისელებმა.
ტორპედო მეოთხე ადგილზეა, დილა კი ლიდერია, მაგრამ იბერია 1999-ს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.
რუსთავი
იბერია 1999
დინამო თბ
დინამო ბთ
ტორპედო
დილა
სამგურალი
გაგრა
სპაერი
მეშახტე
გარეჯი
თელავი
შტურმი
მერანი მრ
ოდიში 1919
არაგვი
სიონი
სამტრედია
კოლხეთი 1913
გორი