კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30-ე ტური დაიწყო. ისევ შეიცვალა ლიდერი: იბერია 1999-მა დილას მოუგო. ექვსქულიანს რომ ეძახიან, ასეთი მატჩი იყო. მეორე შეხვედრაში კი გაგრამ დინამო ბათუმი დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ექვსქულიანს რომ ეძახიან, ამ რანგის მატჩი იყო. პირველ-მეორეზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ვნახეთ.
იბერია 1999 დაწინაურდა გიორგი ჯინჯოლავას ლამაზი გოლით. მარცხენა მცველმა შორიდან გაუტანა დავით კერესელიძეს.
ეს მე-13 წუთზე მოხდა და მალევე, მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ: არბიტრმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე ნახა გურამ გოშთელიანის უხეშობა და წითელი ბარათი უჩვენა.
ტაიმის ბოლოს დილას კარში პენალტი დაინიშნა. არეულობაში, იბერიელთა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ თავით ძელს მოარტყა ბურთი და იმ დარტყმის მომენტში სირილ ედუძის ფეხი მოხვდა თავში. პენალტი არ გავიდა: კესერელიძემ აუღო ლუკა სილაგაძეს.
ზედ შესვენების წინ კი ისევ ჯინჯოლავამ ითამაშა მშვენივრად. კუთხურიდან კარისკენ ჩაახვია და იქ დილას ფეხბურთელ დეო ბასინგასაც შეეხო ბურთი, რის შემდეგაც კარში შევარდა - 2:0.
სხვაობა ბოლოს შემცირდა. 89-ე წუთზე დილას შემტევმა ოთარ ფარულავამ შორიდან დარტყმით გაიტანა. მეტი კი ვეღარ მოახერხეს გორელებმა.
რა ხდება ცხრილში? გუნდები ქულებით გათანაბრდნენ, მაგრამ პირველზე იბერია 1999 გადავიდა. ცნობისთვის: იბერია 1999 და დილა ჩემპიონატს თმაბარი ქულებით თუ დაასრულებენ, ჩემპიონები თბილისელები გახდებიან, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან მეტოქეს.
პირველივე წუთზე, კერძოდ 44-ე წამზე დაწინაურდა გაგრა. გიორგი ხარებაშვილმა ისარგებლა ბათუმელთა მეკარე საბა ისმაილოვის შეცდომით და ცარიელ კარში გაიტანა - 1:0.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბათუმელთა ნახევარმცველმა უერდი მარამ ძელს მოარტყა ბურთი. არ გაუმართლა. აი, ამას მოჰყვა გაგრას შეტევა, ილია სკრიპნიკის პასი და ხარებაშვილის ზუსტი დარტყმა. ასე მიითვალა დუბლი ხარებაშვილმა.
მე-60 წუთზე ლუკა წულუკიძემ პენალტის უფლება მოიპოვა, თავადვე დაარტყა და არსენ სიუკაევმა მოიგერია ბურთი.
შემდეგ ვნახეთ რატი არდაზიშვილის გარღვევა, დაბალ კუთხეში დარტყმა და ანგარიშიც 3:0 გახდა.
მალევე, გაგრას კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ისევ წულუკიძემ დაარტყა და ამჯერად გაიტანა...
ბოლოს კი გიორგი პაპუაშვილი საბა ზოიძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია - 4:1.
დინამო ბათუმს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მაგრამ მეხუთე ადგილზე რჩება. გაგრა მეექვსეზეა და ერთი ქულითღა ჩამორჩება ბათუმელებს.
იბერია 1999
დილა
ტორპედო
დინამო თბ
დინამო ბთ
გაგრა
სამგურალი
გარეჯი
თელავი
კოლხეთი 1913
რუსთავი
სპაერი
მეშახტე
მერანი მრ
სამტრედია
ლოკომოტივი
იბერია 1999-2
სიონი
გონიო
დინამო-2 თბ