კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. 24-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. გაგრამ დინამო თბილისს მოუგო, კახური დერბი ფრედ დასრულდა, ხოლო იმერულ დერბიში 8 გოლი ვნახეთ: ტორპედომ 6:2 აჯობა სამგურალს. ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩია...
გაგრამ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ამჯერად დინამო თბილისს მოუგეს დინამო არენაზე.
პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ათი კაცით დარჩა, რადგან ლეო ასუნსეუ გააძევეს ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ბრაზილიელმა გიორგი ხარებაშვილი წააქცია ზედ საჯარიმო ხაზის წინ.
გადამწყვეტი გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გავიდა. დავით გოცირიძემ პენალტი მოიპოვა და ვანდერსონ სილვამ ზუსტად დაარტყა - 0:1. ცხრილში გუნდებს ადგილი არ შეუცვლიათ, გაგრა ისევ მეექვსეა და დინამო თბილისიც ისევ მესამეზე.
კახური დერბი კვლავ უგოლოდ დასრულდა. ასე იყო მეორე წრეშიც.
საგოლე შანსებიც ცოტა იყო. ჩაკეტილი თამაში გამოვიდა. საბოლოოდ, გარეჯი მერვეზე დარჩა, თელავი მეცხრეზე. მათი ფრე კი კონკურენტებს აწყობდათ: სამგურალსა და კოლხეთი 1913-ს.
თელავში დებიუტი ჰქონდა ბაჩანა არაბულს, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რვაწლიანი შესვენების მერე დაბრუნდა. არაბული საქართველოს ორგზის ჩემპიონია: დინამო თბილისშიც გახდა და სამტრედიაშიც.
ბაჩანა ამ რვა წლის განმავლობაში იყო უნგრეთის ბალმაზუივაროშსა და პუშკაშ აკადემიაში, საბერძნეთის პანიონიოსსა და ლამიაში, ავსტრალიის მაკარტურში, უზბეკურ ფერგანას ნეფთჩიში, სამხრეთ კორეის გეონგსანგში და რუმინეთის უნირეა სლობოციაში.
მეზობლების დაპირისპირება. ქუთაისელებმა წყალტუბოელებთან 6:2 გაიმარჯვეს. ამ ტურამდე ორივე გუნდს ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა აი ტორპედომ შეწყვიტა.
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა მოჰამედ შერიფმა შორიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა ტორპედო.
33-ე წუთზე სამგურალის ბრაზილიელი მცველი პაბულუ რიანი გააძევეს და სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მალევე, შერიფის ჩაწოდებას მოჰყვა ალეკო ბასილაძის თავური და 2:0.
სამგურალმა ცოტა ხნით დაძაბა სიტუაცია, როცა გიორგი ფანცულაიამ შეამცირა სხვაობა. ფანცულაია საჯარიმოში კარგად გაერკვა და დაბალი დარტყმით გაუტანა ფილიკ კლიაიჩს. თუმცა ტაიმის ბოლოს ისევ აღდგა ორბურთიანი სხვაობა: ისევ ბასილაძე, დარტყმა არამუშა მარჯვენა ფეხით და 3:1...
მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე ფელიპე პირესმა პენალტით გაიტანა. ესეც მეოთხე გოლი.
რამდენიმე წუთში კი თითქმის ზუსტად განმეორდა მეორე გოლის ეპიზოდი: შერიფმა მარჯვნიდან ჩააწოდა და ბასილაძის ზუსტი თავური. უკვე 5:1.
ბასილაძეს კი ყოჩაღ... 19 წლის ტორპედოელმა ჰეთ-თრიქი მიითვალა.
86-ე წუთზე სამგურალმა სხვაობა შეამცირა: ირაკლი ჯანჯღავამ მოიპოვა პენალტი და ფანცულაიამ დუბლი შეასრულა.
ბოლოს კიდევ ერთი გოლი ვნახეთ: ტორპედოელთა ფრანგმა მცველმა კისლე ზიტამ ცაციით უხერხული პოზიციიდან დაარტყა და 6:2...
სხვათა შორის, ეს მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა: 8 გოლი...
 იბერია 1999
                                    იბერია 1999
                                 დილა
                                    დილა
                                 ტორპედო
                                    ტორპედო
                                 დინამო თბ
                                    დინამო თბ
                                 სამგურალი
                                    სამგურალი
                                 დინამო ბთ
                                    დინამო ბთ
                                 გაგრა
                                    გაგრა
                                 გარეჯი
                                    გარეჯი
                                 თელავი
                                    თელავი
                                 კოლხეთი 1913
                                    კოლხეთი 1913
                                 რუსთავი
                                    რუსთავი
                                 სპაერი
                                    სპაერი
                                 მეშახტე
                                    მეშახტე
                                 მერანი მრ
                                    მერანი მრ
                                 სამტრედია
                                    სამტრედია
                                 ლოკომოტივი
                                    ლოკომოტივი
                                 იბერია 1999-2
                                    იბერია 1999-2
                                 სიონი
                                    სიონი
                                 გონიო
                                    გონიო
                                 დინამო-2 თბ
                                    დინამო-2 თბ
                                 
  
             
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
