დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური, დღეს, დინამო ბათუმმა საგარეჯოს გარეჯს მატჩი დასრულდა, სადაც სტუმრებმა მინიმალური სხვაობით სძლიეს მეტოქეს.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა დინამო ბათუმმა მოიგო და ქულებით გაუთანაბრდა დინამო თბილისს. დინამოები მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ბათუმელებმა გამოიყენეს შანსი - დაჩი აბუსელიძის გარღვევასა და პასს ლევან ხოზრევანიძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 0:1. საინტერესოა, რომ 19 წლის ფორვარდმა ხოზრევანიძემ მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ორივეში გოლის გაიტანა შეძლო.
ბათუმელებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ, ლუკა ლაკვეხელიანმა ძელს მოარტყა ბურთი. ბოლოს კი გარეჯს ჰქონდა იდეალური შანსი და გიორგი გოგოლაშვილმა ახლოდან თავით ააცილა. გარეჯი მერვე ადგილს იკავებს.
იბერია 1999
სპაერი
რუსთავი
დილა
ტორპედო
დინამო თბ
მეშახტე
სამგურალი
დინამო ბთ
გაგრა
გარეჯი
შტურმი
თელავი
კოლხეთი 1913
სიონი
ოდიში 1919
მერანი მრ
არაგვი
გორი
სამტრედია